ჩვენს შესახებ

 

კომპანია "ბიზნეს სისტემები" აცხადებს მსურველთა მიღებას "1C-საცალო ვაჭრობის" მენეჯერისა და მოლარე - ოპერატორის კურსზე.

"1C-საცალო ვაჭრობის"  მენეჯერისა და მოლარე-ოპერატორის  კურსი ითვალისწინებს პროგრამის ძირითადი ფუნქციონალობის, მენეჯერული მართვის ელემენტების, სამეურნეო ოპერაციების დაფიქსირების, მონაცემთა ანალიზისა და სხვადასხვა სავაჭრო მოწყობილობებთან მუშაობის შესწავლას. კურსი ორიენტირებულია მონაცემთა პროგრამულად დამუშავების პრაქტიკული უნარ-ჩვევების ფორმირებაზე.

"1C-საცალო ვაჭრობა"  მთლიანად მოიცავს სავაჭრო ობიექტების აღრიცხვისთვის საჭირო ოპერაციების ასახვასა და მონაცემთა ანალიზის შესაძლებლობებს, სხვადასხვა სფეროსთვის დამახასიათებელი თავისებურებების გათვალისწინებით.

თითოეული ტრენინგის ფარგლებში გათვალისწინებულია თეორიული მასალის მიწოდება და პრაქტიკული სამუშაოების შესრულება.

სასწავლო კურსი მოიცავს:
 

მენეჯერის კურსი:

·            პროგრამასთან მუშაობის დაწყება

·            სავაჭრო ობიექტის სტრუქტურის შექმნა და აღრიცხვის პოლიტიკა

·            ცნობარებთან და დოკუმენტებთან მუშაობა

·            შესყიდვების მართვა და ანალიზი

·            საცალო გაყიდვების მართვა და ანალიზი

·            საბითუმო გაყიდვების მართვა და ანალიზი

·            სასაწყობე ოპერაციები

·            სალაროს ოპერაციები

·            ფასთწარმოქმნა და ფასდაკლებები

·            ეტიკეტებისა და ფასდებულების ბეჭდვა

·            ადმინისტრირება

 

მოლარე-ოპერატორის კურსი:

·           პროგრამასთან მუშაობის დაწყება

·           მოლარის სამუშაო ადგილის მომართვა

·           საცალო გაყიდვების რეგისტრაცია

·           სმენის დახურვა

·           სალაროს ოპერაციები

·           საცალო გაყიდვების ანალიზი

 

მენეჯერისა და მოლარე ოპერატორის კურსში ასევე შედის 1С-ის პლატმორმაზე შექმნილი რამოდენიმე ანალოგიური პროგრამის ზედაპირული გარჩვა.

მენეჯერების კურსი:  სწავლა მიმდინარეობს 6 კვირის მანძილზე; კვირაში ტარდება 3 გაკვეთილი. 
კურსის ღირებულება: 160 ლარი.

მოლარე-ოპერატორის კურსი:  სწავლა მიმდინარეობს 2 კვირის მანძილზე; კვირაში ტარდება 3 გაკვეთილი. 
კურსის ღირებულება: 100 ლარი.



"1C-საცალო ვაჭრობა"  მოთხოვნადი პროგრამა. ბევრი ორგანიზაცია იწვევს კადრებს, რომლებიც ფლობენ "1C-საცალო ვაჭრობას" . ეს პროგრამა აქტიურად შემოვიდა და დღითიდღე იზრდება მისი მოთხოვნა ბაზარზე.

სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, შესწავლილ პროგრამაზე ტარდება სერტიფიცირების გამოცდა, რომელიც თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგება. სერტიფიკატის მოპოვებისთვის აუცილებელია ტესტის საერთო შედეგი 85%-ს აღემატებოდეს. იმ შემთხვევაში, თუ ტესტის ქულა 85%-ზე დაბალია, სერტიფიკატი არ გაიცემა. 

სერტიფიცირების გამოცდა სასწავლო კურსის ღირებულებაშია გათვალისწინებული, თუმცა იმ შემთხვევაში, თუკი მსმენელი 2 ცდაზე ტესტირებას წარმატებით ვერ გაივლის, ყოველი მომდევნო გამოცდა ფასიანია. 

გაითვალისწინეთ, რომ შპს "ბიზნეს სისტემები"-ში  თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ "1С"-ს ნებისმიერი პროდუქტი.

"1С"-ი კომპანიებს თავიანთი ბიზნეს პროცესების ეფექტურად, ხარისხიანად და დროის ნაკლები დანახარჯებით მართვის შესაძლებლობას აძლევს.

რეგისტრაციისათვის დარეკეთ: (+995 32) 2 555444(+995 593) 403514
მისამართი: თბილისი, დადიანის 7 (ქარვასლა), 4-სართ , ოთახი-ბ424
 

ელ.ფოსტა:info@bsystems.ge

ვებ.გვერდი: www.bsystems.ge